ანტიდისკრიმინაციული კანონი

პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

parliament.ge

საქართველოს პარლამენტმა "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონპროექტი 112 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის მეორე პუნქტის მეორე ნაწილს საბოლოოდ აღარ დაემატა ”საზოგადოებრივი ზნეობის დაცვის” ნაწილი იმდაგვარად, როგორც თავდაპირველად იყო შეთავაზებული და ის გადაფორმულირდა შემდეგნაირად: ”გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, გააჩნია ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომადია ასეთი მიზნის მისაღწევად”.

დოკუმენტის მიღებას, წინ ქვეყნის ყველაზე პოპულარული ინსტიტუტის, ყველაზე რეიტინგული ფიგურის, კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და სასულიერო პირთა მრავალმხრივი პროტესტი ახლდა თან.

კომენტარები