ეს შენ გეხება

ეკა გიგაური: ამ ქვეყანაში წარსულზე საუბარი ყველას მობეზრდა

ხელისუფლებას ერთ რჩევას მივცემდი - ვფიქრობ, რომ ამ ქვეყანაში წარსულზე საუბარი ყველას მობეზრდა, - თქვა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

„ბატონებო, დასხედით და ქვეყნის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია შეიმუშავეთ. სხვადასხვა მიმართულებით ძირეული რეფორმები დაიწყეთ, პირველ რიგში სამართალდამცავ ორგანოებში“, - მიმართავს ხელისუფლებას  გიგაური.  

ეკა გიგაური კახა კალაძეს პასუხობს, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს გასულ წლებში ჩუმად ყოფნის გამო უსაყვედურა.

„ვხვდები ბატონ კალაძეს მოსმენების საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობები, რატომ არ ახსოვს. რამდენიმე წლის წინათ კამპანია - ნუ გვისმენთ დავიწყეთ, მაშინ კახა კალაძეს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა ნამდვილად არ აინტერესებდა. კალაძეს მაშინდელ ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მათთან ერთად წარმატებული ბიზნესიც კი ჰქონდა“, - ამბობს ეკა გიგაური. 

კომენტარები