ბუკიას ბაღი

თბილისის მერიამ განახლებული ბუკიას ბაღი გახსნა

თბილისის მერიამ დედაქალაქის ცენტრში მდებარე ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია დაასრულა. 7 000 კვ.მეტრ ფართობზე განთავსებულ პარკში დამონტაჟდა გარე-განათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა საფეხმავლო ბილიკები, დაიდგა სკამები და მოეწყო საჩრდილობლები. ასევე კეთილმოეწყო მიმდებარე ტერიტორია, მეტროსადგურ „პოლიტექნიკურიდან" ბუკის ბაღამდე დაიგო ქვაფენილი. თბილისის მერიის თანამშრომლებთან ერთად სკვერის გახსნას ადგილობრივი მოსახლეობა და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები