საკონსტიტუციო კომისია

წულუკიანი: კომისია სპეციალიზებული სასამართლოს ცნების შემოღებას ემხრობა

0 კომენტარი
თეა წულუკიანი

საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციაში სპეციალიზებული სასამართლოს ცნების შეტანას დღეს მხარი ერთსულოვნად დაუჭირა, - თქვა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკონსტიტუციო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ.

როგორც წულუკიანი განმარტავს, საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი შეთანხმდა, რომ კონსტიტუციაში სპეციალური და საგანგებო სასამართლოს შექმნის აკრძალვის შესახებ ჩანაწერი უცვლელი დარჩება. რაც შეეხება სპეციალიზებული სასამართლოს ცნებას, მისი შემოღება არასრულწლოვნებისთვის სპეციალიზებული მოსამართლის გამოყოფის საშუალებას იძლევა და ამას კონსტიტუცია აღარ აკრძალავს.

იუსტიციის მინისტრი შეთანხმებისთვის საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მადლობას უხდის. საკონსტიტუციო კომისიის სხდომა თბილისის იუსტიციის სახლში გაიმართა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის სიღნაღში ბავშვის დედა დააკავეს

კომენტარები