საყდრისი

RMG-ის დაცვის თანამშრომლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

epn.ge

კომპანია RMG-ის ინფორმაციით, კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს ადამიანების გარკვეული ჯგუფი ფიზიკურად დაუპირისპირდა. ისინი კომპანიის სალიცენზიო ტერიტორიაზე შეჭრას უკანონოდ ცდილობდნენ.

”სამწუხაროდ, მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ კომპანიის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს და მათ ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ.

ინცინდენტის შედეგად დაშავდა კოპანია RMG-ის დაცვის სამი თანამშრომელი, მათ აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები, რის გამოც მიმართეს ექიმს.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მუშაობს კანონის სრული დაცვით და დღევანდელი ინციდენტის მონაწილეების მიზანს ადგილზე ხმაურისა და არეულობის შექმნა წარმოადგენდა, რაც საბოლოო ჯამში კომპანიის რეპუტაციის შელახვას და დისკრედიტაციას ემსახურება", - ნათქვამია RMG-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები