დავით კოდუას ცემა

ექიმი: დავით კოდუა მართვით სუნთქვაზე რჩება

მთლიანობაში დავით კოდუას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, პაციენტი შედარებით გამარტივებული რეჟიმით, მართვით სუნთქვაზე რჩება, - ამის შესახებ ექიმმა კოტე მუმლაძემ თქვა.  

„სამკურნალო-დაცვითი ნარკოზი და მკურნალობა გრძელდება. პაციენტი ამ ეტაპზე ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს“, - დასძენს ექიმი.  

დავით კოდუა ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის რეანიმაციაშია მოთავსებული. რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებამდე მას ცხვირის ძვლის ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის თქმით, კოდუას სახეზე სხვა მოტეხილობებიც აღენიშნებოდა.

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

კომენტარები