დავით კოდუას ცემა

წულუკიანი: კოდუას ცემის ფაქტს ენმ პოლიტიკური ქულების დასაწერად ნუ გამოიყენებს

თეა წულუკიანი

„კოდუას წინააღმდეგ გუშინ მომხდარი ფაქტი ცალსახად მინდა დავგმო. თუკი ჩვენ ცივილიზებული საზოგადოება ვართ, ყველანაირი ძალადობა დაუშვებელია“, - ამბობს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი.

იუსტიციის მინისტრი ერთიან ნაციონალურ მოძრაობასაც მიმართავს. „ეს ფაქტი ნაციონალურ მოძრაობას ნუ გაუხარდება და საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად ნუ გამოიყენებს, იმიტომ, რომ ამას, ხელისუფლებასთან კავშირი არ აქვს“, - ამბობს თეა წულუკიანი.

შსს-მ დავით კოდუას ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.   

კომენტარები