დავით კოდუას ცემა

დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

0 კომენტარი

ბიზნესმენ დავით კოდუას ძმის მეუღლის, ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის ინფორმაციით, დავით კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია.

"დათო კოდუას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა! დღეს დილით ტვინმა დაიწყო შეშუპება! ექიმები გვირჩევენ უცხოეთიდან ექიმების სასწრაფოდ ჩამოყვანას!", - წერს ჟორჟოლიანი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

ბიზნესმენის ძმის, გიორგი კოდუას თქმით, დავით კოდუას აქვს მძიმე კანტუზია და მდგომარეობიდან მისი გამოყვანა ვერ ხერხდება.

"ვფიქრობთ ექიმების ჩამოყვანაზე, რადგან მისი ადგილიდან დაძვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია", – აღნიშნა გიორგი კოდუამ.

დავით კოდუას გუშინ აბაშიძის ქუჩაზე დაესხნენ თავს. ცემის ფაქტზე დაკავებულია ნოშრევან ნამორაძე, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ცოლის ცემისთვის თბილისში 34 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები