NDI-ის კვლევა

NDI: 74%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან

NDI-ს გამოკითხულთა 74%-ს არ მოსწონს საქართველოს ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან, ხოლო 17%-ს მოსწონს.

ამასთან, გასული წლის ნოემბერში საქართველოს რუსეთთან ურთიერთობა 72%-ს არ მოსწონდა და 22%-ს - მოსწონდა. სექტემბერში კი, ეს მონაცემი შესაბამისად, 70% და 23% იყო.

NDI-ის  საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA). 

კომენტარები