NDI-ის კვლევა

მოსახლეობის აზრი ყოფილი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივ დევნაზე

ყოფილი ხელისუფლების თანამდებობის პირების მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა უმთავრესად ეფუძნება პრინციპს, რომ თანამდებობის პირებმა პასუხი უნდა აგონ საკუთარ ქმედებებზე - ამ მოსაზრებას, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 59% ეთანხმება, ხოლო მოსახლეობის 22% მიიჩნევს, რომ ეს უმთავრესად პოლიტიკური შურისძიების სურვილითაა გამოწვეული.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

კომენტარები