NDI-ის კვლევა

NDI: 6%-ს უმცირესობის ჯგუფებზე ფიქრისას, პირველ რიგში ქალები ახსენდება

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევას საზოგადოებრივი განწყობა საქართველოში აქვეყნებს.

კითხვაზე - როდესაც ფიქრობთ უმცირესობის ჯგუფებზე, რომელი ჯგუფები გახსენდებათ პირველ რიგში? – 26%-ს რელიგიური უმცირესობები, ეთნიკური - 25%-ს, სექსუალური - 22%-ს, იძულებით გადაადგილებული პირები - 14%-ს, შშმ პირები - 14%-ს, პატიმრები 9%-ს, ხოლო ქალები - 6%-ს ახსენდება.

NDI-ის საზოგადოებრივი განწყობის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა და 3 942 ადამიანი გამოიკითხა. კვლევა დაფინანსებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) მიერ.

NDI პოლიტიკური რეიტინგების შესახებ კვლევას ხუთშაბათს გამოაქვეყნებს.

კომენტარები