უკანონო მოსმენები

ქალდანი რუსთავი 2-ზე თვალთვალის საკითხის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ შეისწავლონ რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობის ფარულად ჩაწერის საკითხი და დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინონ სათანადო რეაგირება.

ინსპექტორის განცხადებით, ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა, თუ ის არ ხორციელდება მოსამართლის ბრძანების საფუძველზე, წარმოადგენს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ხელყოფას და დანაშაულს.

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და გადაცემა პოზიციის წამყვანს ნინო შუბლაძეს ფარულად იწერდნენ. ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის გუნდთან ერთად, საგანგებო განცხადება გააკეთა. მისი ცნობით, ვიდეომასალა შსს-დან გაუგზავნეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ინფორმატორის ვინაობას არ ასახელებს.

კომენტარები