ალასანიას ვიზიტი ამერიკაში

ალასანია: ათწლეულების მანძილზე მიღწეული პროგრესია ასოცირების შეთანხმება

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ამერიკაში ვიზიტს განაგრძობს. მან ბრუკინგსის ინსტიტუტში, აშშ-სა და ევროპის ცენტრში შეკრებილ აკადემიური წრეების წარმომადგენლებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები გააცნო. ირაკლი ალასანიამ ალიანსს აქტიურობისკენ მოუწოდა.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ბოლო 10 წელში საქართველომ დიდ პროგრესს მიაღწია, რაშიც წვლილი საქართველოს ექსპრეზიდენტებმა, მათ შორის მიხეილ სააკაშვილმაც შეიტანეს.

კომენტარები