სამხედრო ფორმა

სამხედრო ფორმის უკანონოდ ტარება, შესაძლოა, დასჯადი ქმედება გახდეს

Facebook.com

საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება, შესაძლოა, ადმინისტრაციული წესით დასჯადი ქმედება გახდეს. შესაბამისი ცვლილებები "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შედის, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა.

პროექტის თანახმად, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს" ემატება ახალი მუხლი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ფორმის ტანსაცმლისა და განმასხვავებელი ნიშნების უკანონოდ ტარება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების ჩადენა განმეორებით კი, 200-ლარიანი ჯარიმით დაისჯება. 

კომენტარები