ეკლესიის ჩამონგრევა

შსს-მ ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალსოფელში ეკლესიის ჩამონგრევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გამოძიებას აჭარის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევისას, ორი ადამიანი გარდაიცვალა. ნანგრევებში ოთხი ადამიანი მოყვა. ორი მათგანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები