დავით კოდუას საქმე

ზაქაიძე: კოდუამ და ნამორაძემ მილიონი ლარის ღირებულების ქონება გაიტანეს

ტიფლის დეფელოპმენტის დირექტორი გიორგი ზაქაიძე დავით კოდუასა და ნოშრევან ნამორაძეს კომპანიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც ზაქაიძე ამბობს, ნოშრევან ნამორაძის ოჯახი ტიფლის დეფელოპმენტში 50%-იან წილს ფლობდა, საიდანაც 25% არაოფიციალურად დავით კოდუას ეკუთვნოდა. თუმცა, ნამორაძემ და კოდუამ ვალდებულება არ შეასრულეს და კომპანიაში ინვესტიციის განხორციელებაზე უარი თქვეს. მიუხედავად ამისა, ზაქაიძის თქმით, მათ კომპანიიდან მილიონი ლარის ღირებულების ქონება გაიტანეს.

გოგა ზაქაიძის განცხადებას ნოშრევან ნამორაძის მეუღლე და დავით კოდუას დედა პასუხობენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ნოშრევან ნამორაძეს დავით კოდუას ცემის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები