NDI-ის კვლევა

NDI: სამუშაო ადგილების შესახებ პრემიერის საქმიანობას 46% უარყოფითად აფასებს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევას პოლიტიკური რეიტინგების შესახებ აქვეყნებს.

სამუშაო ადგილებთან მიმართებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას დადებითად აფასებს 7%, უარყოფითად - 46%.

ფასების ზრდა/ინფლაციასთან მიმართებით პრემიერის საქმიანობა 5%-ს მოსწონს, არ მოსწონს - 45%-ს.

სიღარიბის წინააღმდეგ ღარიბაშვილის საქმიანობა მოსწონს 5%-ს, არ მოსწონს - 44%-ს.

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან მიმართებით პრემიერის საქმიანობა არ მოსწონს 26%-ს, მოსწონს 12%-ს. ხოლო რუსეთთან ურთერთობის თვალსაზრისით, მისი საქმიანობა მოსწონს 11%-ს, არ მოსწონს - 22%-ს.

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ჯანდაცვის სფეროსთან მიმართებით დადებითად აფასებს 24%, უარყოფითად - 9%.

ადამიანის უფლებების სფეროში პრემიერის საქმიანობას დადებითად აფასებს გამოკითხულთა 17%, 9% - უარყოფითად.

კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა მოსწონს 16%-ს, არ მოსწონს ასევე 16%-ს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები