NDI-ის კვლევა

ნარმანია: NDI-ის რეიტინგი მეორე ტურის წინაპირობა არ არის

mrdi.gov.ge

კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატის დავით ნარმანიას შეფასებით, NDI-ის დღევანდელი რეიტინგი მეორე ტურის წინაპირობა არ არის. მისივე თქმით, კოალიციის პროგრამის პრეზენტაცია და საზოგადოებისთვის გაცნობა ახალი დაწყებულია და წინ მთელი 38 დღეა, რომლის განმავლობაში 150-მდე შეხვედრა ჩატარდება.

"ჩვენ დიდი ხანია ღრმად ვართ დარწმუნებული ჩვენს შესაძლებლობებში და აქედან გამომდინარე, ის შედეგები, რაც მოცემულია, ჩვენთვის უცხო და ახალი არ არის. ის ადამიანები, რომლებიც ჯერჯერობით კითხვაზე პასუხს არ სცემენ, არიან ჩვენი პოტენციური მხარდამჭერები, რა თქმა უნდა, და როცა საარჩევნო კამპანია გადამწყვეტ ფაზაში შევა, სულ უფრო მეტად მოიმატებს ჩვენი რეიტინგი და მაჩვენებელი. ჩვენ ვიცით, რომ დამაჯერებელი და ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გვექნება. ეს რეიტინგი არანაირი წინაპირობა არ არის მეორე ტურისა", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევა პოლიტიკური რეიტინგების შესახებ გამოაქვეყნა.

კითხვაზე - ვის ისურვებდით ყველაზე მეტად თბილისის მერად? - გამოკითხულთა 39% პასუხობს დავით ნარმანიას, ნიკოლოზ მელიას 10%, ქდმ/დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს - 9%.

ხვალ რომ ტარდებოდეს თვითმმართველობის არჩევნები, საკრებულოს არჩევნებში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატს ხმას 48% მისცემდა, ნაციონალურ მოძრაობას - 12%.

ხოლო ხვალ რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, მონაწილეობას მიიღებდა გამოკითხულთა 60%, არ მიიღებდა - 40%.

კომენტარები