2008 წლის ომი

ზაქარეიშვილი: ათასჯერ დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წამოეგო ომს საქართველო

პაატა ზაქარეიშვილი
people.ge

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირაკლი ალასანიას განცხადებაზე, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო, ამბობს, რომ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ წამოეგო ომს საქართველო. 

"მე ეს ანგარიში არ მინახავს. თუ არ ვცდები საიდუმლო დოკუმენტია და სხვა რეჟიმში მოხდება ამ დოკუმენტის გაცნობა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ომი. ომი მოხდა და დაზარალდა საქართველო. თუ ვინ დაიწყო ომი, ეს არის სააკაშვილის კითხვა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. სამწუხაროდ, ეს ომი შედგა. რამდენად პასუხს უნდა აგებდეს ხელისუფლება, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან ომი, ეს კითხვა ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია. რუსეთმა დაიწყო ომი, - ამბობს ბატონი ირაკლი ალასანია. გასაგებია, მშვენიერია, რომ ასეთი დასკვნა არის, მაგრამ როგორ წამოეგო ომს საქართველო, ამას ათასჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დავზარალდით ყველაზე მეტად", - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები