აღმოსავლეთ უკრაინა

დონეცკში დაკავებული წითელი ჯვრის თანამშრომლები გაათავისუფლეს

Reuters

წითელი ჯვრის რამდენიმე თანამშრომლები, რომლებიც დონეცკში ამბოხებულებს ყავდათ დაკავებული, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას Agence France-Presse ავრცელებს. ერთ-ერთი თანამდებობის პირის განცხადებით, რომელმაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვა, წითელი ჯვრის ადგილობრივი თანამშრომლები და ერთი შვეიცარიელი თანამშრომელი ამ დროისთვის გათავისუფლებულნი არიან. ინფორმაცია იმის შესახებ თუ ვინ დააკავა ისინი ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება. 

წითელი ჯვრის თანამშრომლების დაკავება, თვითგამოცხადებული "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის" მიერ მოხდა, იმის ნიადაგზე რომ მათ ისინი ჯაშუშებად მიიჩნიეს. ინფოცმაცია ასევე დაადასტურა წითელი ჯვრის ჟენევის ბიუროს პრესსპიკერმა. მისი განცხადებით წითელი ჯვრის წევრები დააკავეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. 

კომენტარები