მსოფლიოს ჩემპიონატი 2014

სკოლარიმ მუნდიალისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. სიაში სიურპრიზები არ გვხვდება - სკოლარიმ გუნდი ძირითადად, გასულ წელს კონფედერაციათა თასის მომგები ფეხბურთელებით დააკომპლექტა.

ოსკარის, ნეიმარის და სხვა ახალგაზრდების გვერდით, ნაკრებში ყველაზე გამოცდილები დანი ალვეში, ტიაგო სილვა და დავიდ ლუიზი არიან.

"ვიცით, რომ დასახელებულ გვარებს ყველა არ დაეთანხმება და ეს ნორმალურია, მაგრამ როდესაც ამ 23 ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია, ჩვენს გულშემატკივარს ვთხოვთ, ყველას მხარი დაუჭიროს, რათა ერთად მოვახდინოთ ფოკუსირება იმაზე, რომ მოვიგოთ მსოფლიოს ჩემპიონატი," - განაცხადა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.

შედარებით ასაკოვან ფეხბურთელებს - კაკას და რობინიოს, ჰქონდათ იმედი, რომ ტურნირზე თამაშის შანსი მიეცემოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. ასევე სიის მიღმა დარჩნენ იტალიური მილანის ყოფილი ფორვარდი ალეშანდრე პატო და 34 წლის რონალდინიო.

გთავაზობთ ლუიშ ფელიპე სკოლარის მიერ დასახელებულ შემადგენლობას:

მეკარეები: ჟულიო სეზარი (ტორონტო), ჯეფერსონი (ბოტაფოგო), ვიქტორი (ატლეტიკო მინეირუ)

მცველები: დავიდ ლუიზი (ჩელსი), დანტე (ბაიერნი), ტიაგო სილვა (პსჟ), ენრიკე (ნაპოლი), მაიკონი (რომა), დანი ალვეში (ბარსელონა), მარსელო (მადრიდის რეალი), მახველი (პსჟ).

ნახევარმცველები: ლუიზ გუსტავო (ვოლფსბურგი), პაულინიო (ტოტენჰემი), ფერნანდინიო (მანჩესტერ სიტი), რამირესი (ჩელსი), ოსკარი (ჩელსი), ვილიანი (ჩელსი), ერნანიესი (ინტერი).

თავდამსხმელები: ნეიმარი (ბარსელონა),ჰალკი (ზენიტი), ბერნარი (დონეცკის შახტარი), ვიქტორი (ატლეტიკო მინეირუ).

კომენტარები