მსოფლიოს ჩემპიონატი 2014

ერერამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მექსიკის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

0 კომენტარი

მექსიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიგელ ერერამ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 23-კაციანი სია წარმოადგინა. ყველაზე დიდი სიურპრიზი, ჩამონათვალში ვეტერანი მცველის, კარლოს სალსიდოს გამოჩენაა.

შემადგენლობა უმეტესად მექსიკაში მოთამაშე ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. მათშორისაა ბარსელონას ყოფილი მცველი რაფაელ მარკესი, რომელიც უკვე მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

ერერას გუნდშია მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი (ჩიჩარიტო), თუმცა სიაში ვერ მოხვდნენ ხავიერ აკინო ვილიარეალიდან და რეალ სოსიედადში მოთამაშე კარლოს ველა.

მექსიკის ნაკრები, მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში მოხვდა, სადაც ასევე ითამაშებენ ბრაზილიის, ხორვატიის და კამერუნის გუნდები.

გთავაზობთ მექსიკის ნაკრების 23-კაციან შემადგენლობას:

მეკარეები: ხესუს კორონა (კრუზ აზული), ალფრედო ტალავერა (ტოლუკა), გილერმო ოჩოა (აიაჩო/საფრანგეთი).

მცველები: პაულ აგილარი, მიგელ ლაიუნი (კლუბ ამერიკა), ექტორ მორენო (ესპანიოლი/ესპანეთი), დიეგო რეიესი (პორტუ/პორტუგალია), ფრანსისკო როდრიგესი (კლუბ ამერიკა), რაფაელ მარკესი (ლეონი), კარლოს სალსიდო (ტიგრესი).

ნახევარმცველები: ექტორ ერერა (პორტუ/პორტუგალია), ხოსე ხუან ვასკესი (ლეონი), ხუან კარლოს მედინა (კლუბ ამერიკა), კარლოს პენა (ლეონი), ისააკ ბრიზუელა (ტოლუკა), ლუის მონტესი (ლეონი), მარკო ფაბიანი (კრუზ აზული), ანდრეს გუარდადო (ბაიერ ლევერკუზენი/გერმანია).

თავდამსხმელები: ორიბე პერალტა (სანტოს ლაგუნა), ხავიერ ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი/ინგლისი), რაულ ხიმენესი (კლუბ ამერიკა), ალან პულიდო (ტიგრესი), ჯოვანი დოშ სანტუსი (ვილიარეალი/ესპანეთი).

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები