უკრაინის კრიზისი

როგოზინის თვითმფრინავს მოლდოვას დატოვების უფლება არ მისცეს

ria.ru

რუსეთის ვიცეპრემიერის დმიტრი როგოზინის თვითმფრინავს, რომელიც მოლდოვას დედაქალაქიდან მოსკოვში მიფრინავდა, საჰაერო სივრცე უკრაინამ და რუმინეთმა დაუკეტეს. ამის გამო აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ თვითმფრინავი კვლავ კიშინიოვის აეროპორტში დაეშვა. თავად როგოზინმა მოლდოვა სხვა რეისით დატოვა.

დმიტრი როგოზინის ინფორმაციით, მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის დახურვის მიზეზი ის გახდა, რომ მანამდე ეს საჰაერო ხომალდი ყირიმის სიმფეროპოლის აეროპორტში იმყოფებოდა, რომელიც ოფოციალურად დახურულად ითლება.

რუსეთის ვიცეპრემიერი მოლდოვაში დნესტრისპირეთუს რეგიონში გამარჯვების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფებოდა.

კომენტარები