ფარული ჩანაწერები

პროკურატურამ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: justice.gov.ge

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემა „განსხვავებული აქცენტების" მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ:

"2014 წლის 10 მაისს, ტელეკომპანია რუსთავის 2-ის ღამის ეთერით გამოქვეყნებული კერძო საუბრების ჩანაწერებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე" - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 10 მაისს ტელეკომპანია რუსთავი 2–მა გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ხელსუფლების მაღალჩინოსნების სატელეფონო საუბრების ფარული ჩანაწერები გამოაქვეყნა. ჟურნალის ეკა კვესიტაძის განცხადებით, მაყურებელს საუბრების მხოლოდ მცირე ფრაგმენტები უჩვენეს, რომლებიც კონკრეტულ ინფორმაციას არ შეიცავდა და მხოლოდ მტკიცებულებას წარმოადგენს იმის შესახებ, რომ ამგვარი ჩანაწერები კეთდებოდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები