ციხის ყოფილი დირექტორი

შსს-მ ციხის ყოფილი დირექტორის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. მატროსოვის ციხის ყოფილი დირექტორის შოთა მახარაშვილის დაჭრაში ბრალდებულის ვინაობა დაადგინა. უწყების ცნობით, ამჟამად მისი ძებნა მიმდინარეობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შოთა მახარაშვილი 10 მაისს, მუხრანში გულ-მკერდის არეში დაჭრეს. ექიმების ცნობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები