ტელეკომპანია რუსთავი 2

შუბლაძე: გადავწყვიტე, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნინო შუბლაძემ თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, მის გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული არ აქვს და აღნიშნული ნაბიჯის მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი.

"მივიღე გადაწყვეტილება, დროებით შევაჩერო ჩემი საქმიანობა მედიასივრცეში. ამ გადაწყვეტილებას არანაირი პოლიტიკური სარჩული არ აქვს და ძალიან ვთხოვ ყველას არ აქციონ ეს პოლიტიკური სპეკულაციების თემად. ჩემი გადაწყვეტილების ერთადერთი მოტივაცია პირადი და ოჯახური მდგომარეობითაა ნაკარნახევი . დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს თანამშრომელს, მის გენერალურ დირექტორს და რუსთავი 2-ი ს მთელ გუნდს ამდენი წლის განმავლობაში წარმატებული მუშაობისთვის. ვრჩები ამ არხის ყველაზე დიდ გულშემატკივრად და მჯერა, რომ პროფესიონალების დიდი გუნდი, რომელიც ამ ტელევიზიაში მუშაობს, შეინარჩუნებს პირველობას ქართულ მედიასივრცეში. დიდი მადლობა ჩემს ერთგულ მაყურებელს, რომელიც მთავარი სტიმული იყო ჩემს პროფესიულ საქმიანობაში", - წერს შუბლაძე საკუთარ ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები