ფარული ჩანაწერები

პარლამენტში უკანონო თვალთვალთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა იწყება

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტში უკანონო თვალთვალთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვა იწყება. სხდომებს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც დაესწრებიან. ფარული მიყურადების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საქართველოს პარლამენტი სავარაუდოდ მიმდინარე კვირაშივე დაამტკიცებს. 

კამპანიაში - ეს შენ გეხება - ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ და პარლამენტს მოსმენების შესახებ კანონის დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი, ყურადღებას რუსთავი 2-ის საკითხზე გაამახვილებს. ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა კოჟორიძე ამბობს, რომ განცხადებაში მუხლობრივად გაიწერება, ჰქონდა თუ არა ტელეკომპანიას ფარული ჩანაწერების გავრცელების უფლება.

რამდენიმე დღის წინ, რუსთავი ორის გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში ფარული სატელეფონო ჩანაწერები გამოქვეყნდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ერთმანეთთან, ოპოზიციასთან და ბიზნესმენებთან საუბრობენ.

კომენტარები