კრიზისი უკრაინაში

გაზპრომმა კიევს გაზის ტარიფი გაუზარდა და თანხის წინასწარ გადახდა მოსთხოვა

დღეს გაზპრომმა კიევს რუსული გაზის მიწოდებისთვის თანხის წინასწარ და გაზრდილი ტარიფით გადახდა მოსთხოვა.

მოსკოვი უკრაინისგან მილიარდ ექვსასი მილიონი დოლარის გადახდას ითხოვს.

კიევი გაზრდილ ფასს არ აღიარებს და დაკისრებული დავალიანების გადახდაზე უარს ამბობს, რის გამოც ქვეყანას გაზის გარეშე დარჩენა ემუქრება.

ევროკავშირი უკრაინას გაზის პრობლემის გადაწყვეტას თვის ბოლომდე ჰპირდება. ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისრის სამსახურმა განაცხადა.

კომენტარები