ასოცირების შეთანხმება

პრემიერი: მოკლე დროში, ბევრი პრინციპული საკითხის მოგვარება მოგვიწევს

Reuters

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მოკლე დროში ბევრი პრინციპული საკითხის მოგვარება მოუწევს და ეს უმტკივნეულო პროცესი არ არის. ღარიბაშვილს საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკურ ბიზნესფორუმზე ჰკითხეს, თუ როდის იქნება საქართველო მზად, რომ უპასუხოს ასოცირების შეთანხმების სტანდარტებს. პრემიერის თქმით, ასოცირების შეთანხმებას თან ახლავს სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავებულია ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველო ამ გეგმას მიყვება.

"ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა და ამ სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესში ჩართულია ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ჩვენ ვიზიარებთ საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას, ჩვენ გვესმის, რომ ეს პროცესი უმტკივნეულო არ არის, ძალიან ბევრი პრინციპული საკითხის მოგვარება მოგვიწევს საკმაოდ მოკლე დროში. მაგრამ ჩვენ ისიც გესმის, რომ ეს ისე უნდა გავაკეთოთ, რომ ადგილი არ ჰქონდეს სიხისტეს, არ დავაზიანოთ ადგილობრივი წარმოების ინტერესები. ჩვენ გვაქვს ხედვა, თუ როგორ უნდა შესრულდეს აღნიშნული სამოქმედო გეგმა და იმედიანად ვართ განწყობილი, რომ ამ პროცესს მოკლე დროში და უმტკივნეულოდ დავასრულებთ, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კომენტარები