წინასაარჩევნო გარემო

ცესკომ ენმ-ს საარჩევნო ნომრად კვლავ "5" მიანიჭა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებში მონაწილე პარტიებს და პოლიტიკურ გაერთიანებებს საარჩევნო ნომრები მიანიჭა. ცესკომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კვლავ ნომერი "5" მიაკუთვნა. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან თარხნიშვილის თქმით, როგორც ჩანს, ხელისუფლება ენმ-ის სასამართლო პროცესების შემდეგ, გონს მოეგო და ცესკო-ზე ზეწოლა შეამცირა.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოგვანიჭა ის ნომერი, რომელიც გვეკუთვნოდა კანონით და რასაც ჩვენ თავიდანვე ვამტკიცებდით" - აღნიშნა თარხნიშვილმა.

5 მაისს საარჩევნო ბლოკმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ენმ და ქრისტიან კონსერვატიული პარტია, წერილობით მიმართა ცესკო-ს არჩევნებში რიგითი ნომერი "5"-ით მონაწილეობის შესახებ. თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე უარი მიიღო. ენმ-მ სასამართლოში შეიტანა სარჩელი. ცენტრალური სააარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა კი მაშინ განმარტა, რომ იქნება თუ არა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი “5”, ამის შესახებ 16 მაისამდე გახდებოდა ცნობილი. მისი თქმით, საარჩევნო ნომერთან დაკავშირებულ საკითხზე ცესკო არჩევნებამდე არა უგვიანეს 30 დღისა იმსჯელებდა.

კომენტარები