მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში

მამუკა გორგოძე მსოფლიოს ნაკრებში გამოიძახეს

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ტულონის მორაგბე მამუკა გორგოძე, მსოფლიოს ნაკრებში გამოიძახეს. 

შეხვედრაში, რომელიც 7 ივნისს გაიმართება, ერთმანეთს სამხრეთ აფრიკისა და მსოფლიოს ნაკრებები დაუპირისპირდებიან. 

მთავარმა მწვრთნელმა ნიკ მალეტმა გუნდში ძირითადად სანაკრებო დონეზე გამოცდილი მოთამაშეები გამოიძახა, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც ეროვნულ გუნდში არასდროს უთამაშია.

"ძალიან საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს, გუნდი ნიჭიერი და ძლიერი მოთამაშეებით დავაკომპლექტე. დარწმუნებული ვარ, თითოეული მოუთმენლად ელის სამხრეთ აფრიკელების წინააღმდეგ თამაშს", - განაცხადა ნიკ მალეტმა.

გთავაზობთ მსოფლიოს ნაკრებში გამოძახებულ მორაგბეთა შემადგენლობას:

შერკინება: სტეფონ არმითიჯი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), ალექსანდრ ლაპანდრი (კლერმონი, საფრანგეთი), როჯერ ვილოსნი (ალსტერი, ირლანდია), მამუკა გორგოძე (მონპელიე, საქართველო), ალისტერ ჰარგრეივსი (სარასენზი, სამხრეთი აფრიკა), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), ივანდერ კრუხერი (მეტრო რასინგი, სამხრეთი აფრიკა), სხალკ ბრაიტსი (სარასენზი, სამხრეთი აფრიკა), ენდრიუ ჰორი (ახალი ზელანდია), სხალკ ფერეირა (ტულუზი, სამხრეთი აფრიკა), სონა ტაუმოლოლო (პერპინიანი, ტონგა), ბი ჯეი ბოთა (მანსტერი, სამხრეთი აფრიკა), კარლ ჰეიმანი (ტულონი, ახალი ზელანდია)

უკანა ხაზი: ჯეიმს ოკონორი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), დრიუ მიტჩელი (ტულონი, ავსტრალია), ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), სიტივენი სივივიატუ (კლერმონი, ახალი ზელანდია), ორელიან რუჟერი (კლერმონი, საფრანგეთი), რენე რენჯერი (მონპელიე, ახალი ზელანდია), მეთ გიტო (ტულონი, ავსტრალია), ფრანსუა ტრინ-დუკი (მონპელიე), რორი კოკოთი (კასტრი, სამხრეთი აფრიკა), ჯიმი ქოუანი (გლოსტერი, ახალი ზელანდია).

კომენტარები