ასოცირების შესახებ ხელშეკრულება

რომპუი: 27 ივნისს საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ

0 კომენტარი

„ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფო ან მთავრობის მეთაურებთან ერთად ხელს 27 ივნისს მოვაწერთ“, - თქვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვარ რომპუიმ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

რომპუის შეფასებით, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობასა და საქართველოს ისტორიაში ახალი ფაზის დასაწყისი იქნება.

„ამ გზის არჩევით, საქართველო სიგნალს აგზავნის, რომ გამოხატავს თავის ერთგულებას ძლიერი დემოკრატიულ ინსტიტუტების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და კანონის უზენაესობის დაცვისადმი. პრემიერი დავარწმუნე, რომ ევროკავშირი მტკიცედ იდგება საქართველოს გვერდით, ამ გზაზე მსვლელობისას. საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უნდა გააკეთოს და ამის შეცვლა ვერანაირმა გარე ძალამ ვერ უნდა მოახერხოს“, - ამბობს რომპუი.

როგორც რომპუი ამბობს, ევროკავშირი მრავალფეროვნებას აფასებს. მისი თქმით, თანამედროვე საზოგადოება რელიგიის, რასის, კანის ფერის, სქესის თუ სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად, ადამიანის უფლებებს და ღირსებას პატივს სცემს. მისი შეფასებით, ეს ტრადიციული ღირებულებების ან ევროპული ფასეულობების ნაწილი არ არის, არამედ ადამიანის უნივერსალური ღირებულებებია.

რომპუის აზრით, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით საქართველომ აჩვენა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ამ ღირებულებებს იზიარებს.

„რეფორმები, ასევე, მოიცავს სასამართლოს დამოუკიდებლობას და ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს ძლიერი დემოკრატიული არჩევნების ჩატარების კარგი მაგალითები აქვს. პოლარიზაციის თავიდან არიდება ამას ხელს უფრო შეუწყობს“, - დასძენს რომპუი. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წინასაარჩევნო ქუბების ნაკრები [VIDEO]

კომენტარები