თურქეთში მაღაროს აფეთქება

პრეზიდენტი თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს

0 კომენტარი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თურქეთში, მანისას პროვინციის ქალაქ სომაში მაღაროს აფეთქების შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყანამ უზარმაზარი დანაკარგი განიცადა - 200-ზე მეტი მაღაროელი დაიღუპა, ასობით ადამიანი დაშავდა და მრავალი მათგანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.

„ამ დიდი მწუხარების ჟამს, მინდა ქართველი ერის სახელით გულწრფელად მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და თანაგრძნობა გამოვუცხადო თურქეთის ხელისუფლებასა და მთელ თურქ ხალხს“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

1702 აბი MDMA, 490 კაფსულა ლირიკა, 237 გრ მარიხუანა - სარფში აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს

კომენტარები