თურქეთში მაღაროს აფეთქება

თურქეთში მაღაროს აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 282-მდე გაიზარდა

0 კომენტარი

თურქეთში, მანისას პროვინციის ქალაქ სომაში ქვანახშირის მაღაროს აფეთქებისას დაღუპულთა რაოდენობა 282-მდე გაიზარდა. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით, აფეთქების შედეგად 60 ადამიანია დაშავებული. დაახლოებით 100 ადამიანს კი ამჟამად ეძებენ. წინასწარი ვერსით, აფეთქება მოკლე ჩართვამ გამოიწვია. 

მაღაროს ტრაგედიამ მთელ ქვეყანაში საპროტესტო გამოცვლები გამოიწვია. ოთხმა პროფკავშირმა ერთდღიანი ეროვნული გაფიცვა გამოაცხადა. ისინი კატასტროფაზე პასუხისმგებლობას ხელსუფლებას აკისრებენ და შრომის უსაფრთხოების პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. სტამბოლის ქუჩებში გამოსული დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.  

ქალაქ სომაში თურქეთის პრემიერმინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩავიდა. მან ტრაგედიის ყველა გარემოების გამოძიების პირობა დადო. თუმცა, ქუჩაში ერდოღანის გამოჩენას ხალხის პროტესტი და ხმაური მოჰყვა. შეკრებილები პრემიერს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ.  

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები