უეფას ევროპა ლიგა

სევილიამ უეფას ევროპა ლიგის თასი მოიგო

უეფას ევროპა ლიგის ფინალურ მატჩში, ესპანურმა სევილიამ, პორტუგალიური ბენფიკა დაამარცხა და გათამაშების გამარჯვებული გახდა.

შეხვედრის ძირითადი დრო, ფრედ - 0:0 დასრულდა, გამარჯვებული კი თერთმეტმეტრიან დარტყმებში გამოვლინდა, სადაც უნაი ემერის გუნდმა 4:2 გაიმარჯვა.

ეს სევილიასთვის ევროპა ლიგის უკვე მესამე ტიტულია, უბრალოდ მანამდე ამ გათამაშებას უეფას ტასი ეწოდებოდა. რაც შეეხება ბენფიკას, ის უკვე ზედიზედ მეორე წლია ფინალშია, მაგრამ კვლავ მარცხდება. 

თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში, სევილიას მეკარე ბეტუმ, როდრიგოსა და ოსკარ კარდოსოს დარტმების მოგერიება შეძლო, რამაც გამარჯვების გამოვლენაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

 

კომენტარები