NATO-რუსეთის ურთიერთობა

ლავროვი უკრაინისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია

ლავროვი
novinite.com

"რუსეთი უკრაინის NATO-ში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია", - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბლუმბერგისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სერგეი ლავროვის აღიარებით, დღევანდელი კრიზისის მიზეზი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაა, როდესაც ალიანსი საქართველოსა და უკრაინას NATO-ში გაწევრიანებას დაჰპირდა, რაც რუსეთისთვის მიუღებელია.

"ეს არ არის მხოლოდ უკრაინისა და NATO-ს საკითხი, ეს რუსეთსაც ეხება, რადგან ალიანსთან შეთანხმება გვქონდა, რომ ის არ გაფართოვდებოდა. შემდეგ, ვალდებულებების მიუხედავად, მისი გაფართოება მოხდა და საუბარი იყო, რომ ახალი წევრების ტერიტორიაზე არ იქნებოდა მნიშვნელოვანი სამხედრო ძალები და სამხედრო ინფრასტრუქტურა. ყველა ეს ვალდებულება ასე თუ ისე დარღვეულია. უკრაინის NATO-ში გაწევრიანების მცდელობები ძალიან ნეგატიურად აისახება ევროპის უსაფრთხოების მთელ სისტემაზე და ჩვენ ამის კატეგორიულად წინააღმდეგ გამოვდივართ. პრაქტიკულად, დღევანდელ კრიზისს საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა, როდესაც ბუქარესტის სამიტზე NATO-ს წევრებმა განაცხადეს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან. რამდენიმე თვეში მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ საკუთარ ხალხზე თავდასხმის ლიცენზია მიიღო", - განაცხადა ლავროვმა. 

კომენტარები