საქართველოს ეროვნული ნაკრები

საქართველოს ნაკრები 29 მაისს და 3 ივნისს ამხანაგურ მატჩებს გამართავს

თემურ ქეცბაია
Tabula

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 23 მაისს ესპანეთში მიემგზავრება, სადაც 29-ში საუდის არაბეთის ნაკრებს ამხანაგურად შეხვდება, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ჯვაროსნები 3 ივნისს შვეიცარიაში, არაბეთის გაერთიანებული საემიროების ნაკრებს შეხვდებიან.

ეროვნულ გუნდს ამ ეტაპზე ტრავმების გამო, მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე და რუმინული კლუჟის შემტევი გიორგი ჭანტურია ვერ დაეხმარებიან.

ამხანაგური შეხვედრებისთვის, თემურ ქეცბაიამ შემდეგი 23 ფეხბურთელი გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია („დინამო“ თბილისი), ნუკრი რევიშვილი („ვალეტა“, მალტა), როინ კვასხვაძე („ტორპედო“, ქუთაისი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე („დნიპრო“, უკრაინა), აკაკი ხუბუტია („მორდოვია“, რუსეთი), გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), ლაშა სალუქვაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), დავით კვირკველია („დინამო“ თბილისი), ლევან კაკუბავა („სპარტაკი“ ცხინვალი), სოლომონ კვერკველია („რუბინი“, რუსეთი), გიორგი ფოფხაძე („იაგელონია“, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ალექსანდრე კობახიძე (ორივე „დნიპრო“, უკრაინა), ავთანდილ ებრალიძე („ჟილ ვისენტე“, პორტუგალია), ირაკლი ძარია („დინამო“ თბილისი), მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი („ჩერნომორეცი“, უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი“, ჰოლანდია), დავით თარგამაძე („ილიჩევეცი“, უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკოლოზ გელაშვილი („ყარაბაღი“, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი“, აზერბაიჯანი), ოთარ მარცვალაძე („დინამო“ თბილისი)

 

კომენტარები