სოლანჟისა და Jay-Z-ის დაპირისპირება

ოჯახი: სოლანჟსა და Jay- Z-ის შორის კონფლიქტი მოგვარებულია

0 კომენტარი

ლიფტის ინციდენტთან დაკავშირებით, ბიონსემ, მისმა დამ სოლანჟ ნოულსმა და Jay-Z-მ განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტი მოგვარებულია.

”ინციდენტთან დაკავშირებით Jay Z და სოლანჟი თავიანთ წილ პასუხისმგებლობას იღებენ. მათ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს და ჩვენ ერთიან ოჯახად ცხოვრებას ვაგრძელებთ”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვარსკვლავური ოჯახის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჭორები იმის შესახებ, რომ სოლანჟი რაიმეს ზემოქმედების ქვეშ იყო ან მთელი საღამოს განმავლობაში წყობიდან იყო გამოსული, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ვებგვერდმა TMZ ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც ნაჩვენებია, რომ ლიფტში სოლანჟი, ბიონსეს მეუღლეს Jay-Z-ის თავს ესხმის და ურტყამს. გავრცელებული ინფორმაციით, სოლანჟის პროვოცირება დიზაინერმა რეიჩელ როიმ მოახდინა, რომელიც Jay-Z-ის ექსპარტნიორის დეიმონ დეშის ყოფილი ცოლია. ანონიმური წყაროების ცნობით, Jay-Z და რეიჩელ როი ფლირტაობდნენ, რამაც სოლანჟის გაღიზიანება გამოიწვია. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები