ვირუსული მენინგიტი

სერგეენკო: ვირუსული მენინგიტის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული

0 კომენტარი

„დღეის მდგომარეობით, ვირუსული მენინგიტის 57 შემთხვევაა დაფიქსირებული. ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ ეს ენტეროვირუსით არის გამოწვეული“, - თქვა მთავრობის სხდომის შემდეგ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

როგორც სერგეენკო ამბობს, ამ ტიპის დაავადებას 4-წლიანი ციკლურობა ახასიათებს. მისი თქმით, 2006 და 2010 წლებში პიკი იყო და წელსაც - 24 აპრილიდან დაიწყო.

„საბედნიეროდ, ყველა შემთხვევა საშუალო ან მსუბუქი სიმძიმისაა. ზომების დასაცავად ინტენსიური საგანმანათლებლო მუშაობა მიმდინარეობს. გარწმუნებთ, პანიკის საფუძველი არ არის“, - აღნიშნავს სერგეენკო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები