ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

”არასაპარლამენტო ოპოზიციამ” თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

საარჩევნო ბლოკმა "არასაპარლამენტო ოპოზიციამ" დედაქალაქის საკრებულოს წევრობის კანდიდატები და თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

საკრებულოს წევრობის კანდიდატების პარტიული სია ასეთია:

მამუკა კაციტაძე; ალექსანდრე შალამბერიძე; მანანა ნაჭყებია; ვასილ ჭიჭინაძე; ლაშა ჩხარტიშვილი; ლევან კალანდაძე; გიორგი ასათიანი; ნინო ბორჩხაძე; გიორგი ლორთქიფანიძე; ქეთევან კანდელაკი; რუსუდან გურჩიანი; თენგიზ ომანიძე; გიორგი თავდგირიძე; ვახტანგ ჟორდანია; ნინო ანდღულაძე.

"არასაპარლამენტო ოპოზიციის" მაჟორიტარი კანდიდატების სია კი ასეთია: მთაწმინდა – ნინო ბორჩხაძე; ვაკე – ალექსანდრე შალამბერიძე; დელისი - ლაშა ჩხარტიშვილი, დიდი დიღომი - მამუკა კაციტაძე; საბურთალო - ლევან გვარჯალაძე; კრწანისი – ერემია ბერიშვილი; ავლაბარი – როლანდ ბერიძე; ნავთლუღი - ვახტანგ ჟორდანია; ვაზისუბანი – თამარ ცატავა; ვარკეთილი – დოდო ჭელიძე; მესამე მასივი - გიორგი მახარაძე; ლილო – მირიან რთველიაშვილი; აფრიკა – გიორგი ბეგიაშვილი; ჩუღურეთი – დავით შვანგირაძე; დიდუბე – მანანა ნაჭყებია; დიღმის მასივი - გიორგი თავდგრიძე; ლოტკინი - ფრიდონ ჩიღუნაძე; ნაძალადევი - ნინო სირბილაძე; სანზონა - გელა კეტაშვილი; თემქა – ნინო შანიძე; ავჭალა – ნინო ავსაჯანიშვილი; გლდანი ლუწები – მირზა კოჩაძე; გლდანი კენტები – ლევან კალანდაძე და მუხიანი - ავთო სულაქველიძე.

ვეძისში კი "არასაპარლამენტო ოპოზიცია" მხარს ალექსანდრე ელისაშვილს უჭერს. კანდიდატები "არასაპარალამენტო ოპიზიციის" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კუკავამ და არასაპარლმენტო ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ წარადგინეს.

"არასაპარლამენტო ოპიზიცია" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პირველი ნომრით წარდგება და მისი სლოგანია - "აირჩიე ცვლილებები".

კომენტარები