კრიმინალი

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ფინანსი დააყაჩაღეს - წაღებულია 6 600 ლარი

ცოტნე დადიანის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სმარტ ფინანსი დააყაჩაღეს. ორგანიზაციის მენეჯერის თამარ რეხვიაშვილის თქმით, თავდამსხმელმა 6 600 ლარი ხელყუმბარის აფეთქების მუქარით წაიღო. 

"დაახლოებით დღის 12 საათზე, შემოვიდა ახალგაზრდა პიროვნება 30-35 წლის, დაბალი წვერით, აცვია შავი პერანგი და შარვალი, ახურავს ქუდი და უკეთია სათვალე, მიდის ოპერატორთან მშვიდი ნაბიჯებით, გაურკვეველ ნივთს უგდებს სალაროში და ემუქრება აფეთქებით. შიშის ფაქტორზე, ოპერატორი გასცემს თანხას, რაც ხელში მოხვდება", - ამბობს მენეჯერი და აღნიშნავს, რომ ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოებს უკვე გადასცეს. მისივე ინფორმაციით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომ თავდამსხმელი სამარშრუტო ტაქსით წავიდა.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით, ყაჩაღობის ფაქტზე დაიწყო.

კომენტარები