ხელფასები

IDFI: 2013 წელს მინისტრებს შორის ყველაზე მეტი ანაზღაურება ალასანიამ მიიღო

0 კომენტარი

2013 წელს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მინისტრებს შორის ყველაზე მეტი ანაზღაურება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მიიღო. აღნიშნულს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს. ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, ირაკლი ალასანიას მიერ გასულ წელს მიღებული პრემიებისა და სახელფასო დანამატების ოდენობა 83 076 ლარს შეადგენს.

სამინისტროს განმარტებით, თავდაცვის უწყების შემთხვევაში მინისტრის შრომის ანაზღაურება განსხვავებულად ფორმირდება. კერძოდ, პრემიერმინისტრის ბრძანებით დადგენილი სახელფასო დანამატის (4435 ლარის) გარდა, თავდაცვის მინისტრი ყოველთვიურად საკლასო ჩინის დანამატს (1239 ლარი), სტაჟის დანამატს (885 ლარი) და საიდუმლოს დანამატს (531 ლარი) იღებს, რაც ყოველთვიურად სახელფასო დანამატის სახით 6 900 ლარს შეადგენს.

რაც შეეხებათ სხვა მინისტრებს, ალასანიას შემდეგ, პრემიებისა და სახელფასო დანამატის სახით ყველაზე მაღალი ანაზღაურება – 50 885 ლარი აქვს მიღებული პაატა ზაქარეიშვილს, მესამე ადგილი კი ამ კუთხით – 50 045 ლარის სახით გურამ ოდიშარიას უკავია.

გარდა ამისა, ალექსი პეტრიაშვილმა მიიღო 49 267 ლარი, ხათუნა გოგალაძემ – 47 935 ლარი, დავით ნარმანიამ, სოზარ სუბარმა, დავით დარახველიძემ, თეა წულუკიანმა, კახა კალაძემ და ლევან ყიფიანმა 47 685 – 47 685 ლარი, მაია ფანჯიკიძემ 43 350 ლარი, შალვა ფიფიამ 42 525 ლარი, თამარ სანიკიძემ კი 25 035 ლარი.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მიშა მშვილდაძე

კომენტარები