მეწყერი დარიალის ხეობაში

მთის ჩამოშლის გამო, ლარსის ხეობაში, საავტომობილო გზაზე მოძრაობა აიკრძალა

დარიალის ხეობაში მთის მასივის ჩამოშლის გამო, მდინარე თერგი და გზის სავალი ნაწილი გადაიკეტა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 134-ე კილომეტრზე (ლარსის ხეობა) დევდორკის ხევიდან მოვარდნილი დიდი მოცულობის ღვარცოფის გამონატანების შედეგად, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დარიალის ხეობაში დღეს მთა მოწყდა, რამაც მდინარე თერგის დაგუბება გამოიწვია. ხეობაში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა სამი თურქი მუშა, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ამასთან, მთის მოწყვეტის შედეგად, მშენებარე ჰესის გვირაბში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გვირაბში სამი სატვირთო ავტომანქანა და რამდენიმე ადამიანია მოყოლილი. 

კომენტარები