დავით ზირაქაშვილი ბარბაროსებში

დავით ზირაქაშვილი ბარბაროსებში გამოიძახეს

ბარბაროსების მთავარმა მწვრთნელმა დინ რაიანმა გუნდში გამოძახებული რამდენიმე რაგბისტის ვინაობა დაასახელა. ბარბაროსები პირველ ივნისს ლონდონში, ინგლისის ნაკრებს შეხვდებიან.

მსოფლიოს გამორჩეულ მოთამაშეებთან ერთად, გუნდში მოხვდა ქართველი დავით ზირაქაშვილი. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული კლერმონის მორაგბე ბარბაროსებში ისეთი ცნობილი მოთამაშეების გვერდით ითამაშებს, როგორებიც არიან ენდრიუ ჰორი, ჰოსე გაერი, ჯო როკოთოკო, სტივენ სივივატუ, ჯეიმზ ო'კონორი და ა.შ

შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა დროს ბარბაროსების შემადგენლობაში ბორჯღალოსნებიდან უთამაშიათ მამუკა გორგოძეს, დავით ქუბრიაშვილს, გოდერძი შველიძეს და დავით კაჭარავას.

გუნდის მთლიან შემადგენლობას დინ რაიანი შემდეგ კვირას დაასახელებს.

შერკინება: ენდრიუ ჰორი (გლოსტერი, ახალი ზელანდია), ხუან მარტინ ლეგუსამონი (ლიონი, არგენტინა), სონა ტაუმალოლო (პერპინიანი, ტონგა), ჯო ტეკორი (ტულუზი, სამოა), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საქართველო).
უკანა ხაზი: ჰოსე გეარი (ტულუზი, ახალი ზელანდია), ბრუკ ჯეიმზი (კლერმონი), ჯეიმზ ო'კონორი (ლონდონ აირიში, ავსტრალია), ჯო როკოთოკო (ბაიონი, ახალი ზელანდია), ბენსონ სტენლი (კლერმონი, ახალი ზელანდია), სიტივენი სივივატუ (კლერმონი, ახალი ზელანდია).

კომენტარები