საარსებო მინიმუმი

ჯაფარიძე: ხელისუფლების დაპირება საარსებო მინიმუმზე აორთქლდა

zonanews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების დაპირება, რომ პენსია და დაუბეგრავი მინიმუმი გახდებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, აორთქლდა. მისი თქმით, "გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ფინანსური რესურსის გამოშვებამ სახელმწიფო ხაზინიდან 2013 წლის ბოლოს თანმდევი ლარის გაუფასურებით, ისევე როგორც ფასების ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის მცდელობამ, გამოიწვია საარსებო მინიმუმის ზრდა". ჯაფარიძის შეფასებით, სოციალურად დაუცველი ადამიანები, რომლებიც დამოკიდებული არიან ფიქსირებული ოდენობის სახელმწიფო დახმარებაზე, აღმოჩნდნენ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყვნენ.

"მოგეხსენებათ, დღევანდელ ხელისუფლებას 2013 წლის ბიუჯეტში დახვდა ჩადებული 150 ლარიანი პენსია, რომელიც იყო 2013 წლის საშუალო საარსებო მინიმუმის ტოლი. დაუბეგრავი მინიმუმი, რომელიც ამ ხელისუფოებამ შემოიღო, ასევე იყო საარსებო მინიმუმის ტოლი, ანუ 150 ლარი. შეგახსენებთ, დაუბეგრავი მინიმუმის და პენსიის გატოლება საარსებო მინიმუმთან იყო ის ორი დაპირება, რომელთა შესრულებაც შეძლო ქართულმა ოცნებამ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ დახვდათ გამართული ეკონომიკა და გამართული ბიუჯეტი. თუმცა, ხელისუფლების გაუაზრებელმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით დიდი მოცულობის ფინანსური რესურსის გამოშვებამ სახელმწიფო ხაზინიდან 2013 წლის ბოლოს თანმდევი ლარის გაუფასურებით, ისევე როგორც ფასების ზრდის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევის მცდელობამ, გამოიწვია საარსებო მინიმუმის ზრდა.

2014 წლის აპრილის მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი გაიზარდა და გახდა თითქმის 156 ლარი

ეს ნიშნავს ორ რამეს:

1. ოცნების ხელისუფლების დაპირება, რომ პენსია და დაუბეგრავი მინიმუმი გახდებოდა საარსებო მინიმუმის ტოლი, აორთქლდა, ისევე როგორც აორთქლდა სხვა დაპირებები. დღევანდელუ მდგომარეობით, არც პენსია და არც დაუბეგრავი მინიმუმი აღარ არის საარსებო მინიმუმის ტოლი;

2. დღეს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ადამიანები, მოქალაქეები, რომლებიც დამოკიდებული არიან ფიქსირებული ოდენობის სახელმწიფო დახმარებაზე, აღმოჩდნენ უფრო გაჭირვებულ მდგომარეობაში ვიდრე იყვნენ თუნდაც რამდენიმე თვის წინ;" - აცხადებს ჯაფარიძე და აღნიშნავს, რომ ეს არის ხელისუფლების უუნარობის შედეგი. მისი თქმით, "მთავრობა ორიენტირებულია მხოლოდ საკუთარი ხელფასების ზრდაზე, 175 ათას ლარიანი ავტომობილების შეძენაზე, რესტორნებში ქეიფზე და საკუთარი ნათესავების დასაქმებაზე".

კომენტარები