ეკონომიკა

შვეიცარიამ მინიმალური ხელფასის დაწესებაზე უარი თქვა

შვეიცარია, რეფერენდუმი მინიმალური ხელფასის დაწესებასთან დაკავშირებით
EPA

შვეიცარიული მწვანეთა პარტიის, სოციალისტური პარტიისა და შვეიცარიის ფედერაციის პროფკავშირების ინიციატივით 18 მაისის რეფერენდუმში შვეიცარიის მოსახლეობამ კენჭი უყარა მინიმალური ხელფასის საათში 22 შვეიცარიული ფრანკით (43 ლარი) განსაზღვრას. 

რეფერენდუმის შედეგებით მოსახლეობის 76.3% მინიმალური ხელფასის დაწესების წინააღმდეგ წავიდა. 

შვეიცარიის გავლენიანმა სოციალური კვლევების ორგანიზაციამ, gfs.bern, წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა რეფერენდუმამდე ორი კვირით ადრე, სადაც გამოკითხულთა მხოლოს 19% უჭერდა მხარს ამ ინიციატივას, 48% კი წინააღმდეგი იყო. 

იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარია მინიმალური ხელფასის კანონს მიიღებდა, ის გახდებოდა ქვეყანა სადაც მსოფლიოს მასშტაბით (შეწონილი მსყიდველუნარიანობით) ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი იქნებოდა. 

The Guardian-ის ცნობით, შვეიცარიაში მოქმედი მეწარმეები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ ნორმის დაწესება მოხდებოდა, ეს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას შეაფერხებდა, უმუშევრობის დონეს გაზრდიდა და ეკონომიკის ზრდის ტემპს დააგდებდა.  უმუშევრობის მაჩვენებელი შვეიცარიაში ახლა მსოფლიოში ერთერთი ყველაზე დაბალი, 3.2%-ია. 

შვეიცარიაში საშუალო შემოსავალი ერთ საოჯახო მეურნეობაზი 6 800 ამერიკული დოლარით არის განსაზღვრული და ხელფასების დონის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალური მოლაპარაკებების საფუძველზე დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

კომენტარები