ოზურგეთში 10 წლის მოზარდზე შსს-ს სამსახურეობრივი ავტომანქანის დაჯახების ფაქტზე გამოძიება პროკურატურის ზედამხედველობით, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურში უთხრეს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, შსს-ს სამსახურეობრივ ავტომანქანას (რომელიც საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანას არ წარმოადგენს) საპატრულო პოლიციის თანამშრომლი მართავდა.
მოზარდი ქუთაისის ინტენვენციული დახმარების ცენტრში იმყოფება.