სარკინიგზო ავარია

რუსეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებისას 5 ადამიანი დაიღუპა

Grigory Dukor / reuters

მოსკოვის მახლობლად, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, 45 კი დაშავდა.

მოსკოვი-კიშინიოვის სამგზავრო მატარებელში რუსეთისა და მოლდოვას მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დაზარალებულთა ევაკუაცია შემთხვევის ადგილიდან ვერტმფრენებით განხორციელდა.

კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ავარია სატვირთო შემადგენლობის გაუმართაობამ გამოიწვია.

კომენტარები