ტერაქტი ნიგერიაში

ნიგერიაში ტერაქტის შედეგად, სულ მცირე 118 ადამიანი დაიღუპა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

სულ მცირე, 118 ადამიანი დაიღუპა ტერაქტის შედეგად ნიგერიის ქალაქ ჯოსში. ძლიერი აფეთქება ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა ნახევარ საათში ამოქმედდა, როდესაც შემთხვევის ადგილზე მაშველები მივიდნენ.

ტერაქტი, სავარაუდოდ, ისლამისტურმა დაჯგუფება ბოკო ჰარამმა განახორციელა. ქვეყნის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა ტერორიზმთან ბრძოლის გაძლიერების პირობა დადო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები