ვირუსული მენინგიტი

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სასწავლო პროცესი 26 მაისამდე შეწყდება

0 კომენტარი

ჯანდაცვის სამინისტრო 26 მაისის ჩათვლით დაწყებით კლასებსა და საბავშვო ბაღებში სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესების შეწყვეტის რეკომენდაციით გამოდის. ამის შესახებ ჯანდაცის მინისტრმა დავით სერგეენკომ, განათლების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურთან და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტირს დირექტორ ამირან გამყრელიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გაიზარდა ენტეროვირუსული მენინგიტით დაავადების შემთხვევები. მინისტრის განმარტებით, ამ ტიპის დაავადების გამომწვევს არ სჭირდება სპეციალური სახის დეზინფექცია და მკაცრი კარანტინის შემოღება, თუმცა, მიმდინარე სიტუაციის ანალიზით და სამი მთავარი ფაქტორის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაცია შეიმუშავა.

"ეს სამი ფაქტორია: ზრდის რაოდენობის დინამიკა, დაავადების ასიმპტომური მიმდინარეობა და პატარა ბავშვის განუვითარებელი უნარ-ჩვევები პირადი ჰიგიენის დაცვის კუთხით. ჯანდაცვის სამინისტრო კონსულტაციების შედეგად გამოდის რეკომენდაციით, რომ ხვალიდან 26 მაისის ჩათვლით საწყის კლასებში, მეექვსე კლასის ჩათვლით და საბავშვო ბაღებში შეწყდეს სასწავლო და აღმზრდელობითი პროცესები. ამ დღეებს გამოვიყენებთ დაწესებულებების გაძლიერებული სანიტარული დამუშავებისთვის", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჯგუფები გააგრძელებენ ადგილებზე მდგომარეობის შესწავლას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 26 მაისს კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება და არსებული მდგომარეობა შეფასდება. ამის შემდეგ გადაწყდება, განახლდება თუ არა სრულად საწავლო პროცესი. სერგეენკოს თქმით, თუ პროცესის წყვეტა გაგრძელდება, განათლების სამინისტრო გაცდენილი დღეების კომპენსაციისთვის იზრუნებს.

დილის მონაცემებით, ვირუსული მენინგიტის 142 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

როგორც მინისტრი ამბობს, ყველა შემთხვევა საშუალო და მსუბუქი მიმდინარეობისაა. მისი ინფორმაციით, 87 პაციენტი მკურნალობის კურსს იაშვილის კლინიკაში გადის. დაუზუსტებელი მონაცემებით, ქუთაისში 15 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაზუსტებული მონაცემებით, ბათუმში - 4 შემთხვევა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები